четверг, 16 октября 2008 г.

,,იზარდე მწვანე ჯეჯილო!"


პროექტის სახელი: იზარდე მწვანე ჯეჯილო,დაპურდი, გახდი ყანაო!

პროექტის მოკლე აღწერა:
გზა მარცვლეული კულტურიდან ეროვნულ ტრადიციამდე.

პროექტის სრული აღწერა:
ხორბლის როგორც მარცვლეული მცენარის გაცნობა; მის მოყვანასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გაცნობა (ადრეული და თანამედროვე საშუალებები); ხორბლისგან პურის მიღების ტექნოლოგია; პურის როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში; პურთან დაკავშირებული ეროვნული ტრადიციები;
მონაწილეთა ასაკი: 8-10 . 10-15 წლამდე.
ვადები: ორი თვე.
პრიექტის შესაძლო აქტივობები: მასალის მოძიება ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით; ხატვა; ხელნაკეთი ნამუშევრების შექმნა; თეატრალური ინსცენირება; რეცეპტებისა და ამოცანების შედგენა. ცდის დაყენება და მასზე დაკვირვება.ექსკურსიების მოწყობა;პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ხორბლის კულტურის, მისი გავრცელებასა და მოყვანის შესახებ; გაეცნობიან პურთან და ხორბალთან დაკავშირებულ ტრადიციებს; ისწავლიან პურის ყაირათიანად გამოყენებას; გაეცნობიან პურის თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს , ანდაზებს; გაიღრმავებენ ლექსიკურ მარაგს; შეიძენენ კვლევის, დაკვირვების, ინფორმაციის მოპოვების და პრეზენტასციის უნარ-ჩვევებს; შეიქმნება სურათები, მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
სარგებლობა სხვებისთვის:გაეცნობიან პურის თემაზე შექმნილ ლიტერატუტულ ნაწარმოებებს, ანდაზებს;გაიგებენ პურთან დაკავშირებულ ტრადიციებს, მის როლს ყოველდღიურ ცხოვრებაში; ისწავლიან პურის ყაირათიანად გამოყენებას.
სამუშაო ენა : ქართული
საგანთა კავშირი: ქართული, საბუნებისმეტყველო- საზოგადოებრივმეცნიერებათა, მათემატიკა, ხელოვნება.
მონაწილეები სხვა სკოლიდან: 151-ე საჯარო სკოლა.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ირინა კობეშავიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: ikobeshavidze@gmail.co
პროექის ვებგვერდი/ბლოგი: http://ikobeshavidzepuri.blogspot.com/